მთავარიპოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრის სადემარკაციო კომისიებს შორის ოქმის ხელმოწერას დიდ წარმატებად მიიჩნევს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიებს შორის ოქმის ხელმოწერას დიდ წარმატებად მიიჩნევს. ამის შესახებ ფაშინიანმა სომხეთის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის კომისიები, 19 აპრილს გაერთიანებულ სესიაზე მიღებული პროტოკოლის შესასრულებლად, შეათანხმეს წინასწარ მონიშნული სასაზღვრო  ზოლები შემდეგ სოფლებში: სომხეთის ბაღანისში,  აზერბაიჯანის  ბაღანის-აირში, სომხეთის ვოსკეპარში,  აზერბაიჯანის აშაღ-ასკიფარაში, სომხეთის კირანცში,  აზერბაიჯანის ხეირიმლში, სომხეთის ბერქაბერი, აზერბაიჯანის ყიზილ-ჰაჯილში და ხელი მოაწერეს ამ სასაზღვრო მონაკვეთების აღწერა-ოქმებს. მე მიმაჩნია, რომ ის, რაც მოხდა, იყო დიდი წარმატება ორი მიზეზის გამო.

ჯერ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი დაიდო ჩვენი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შემდგომი განვითარებისა და განმტკიცებისთვის. მეორეც, დამოუკიდებლობის შემდეგ პირველად ჩვენს რესპუბლიკას აქვს ოფიციალურად დელიმიტირებული საზღვარი, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დონეს არა მხოლოდ აღნიშნული სოფლების ტერიტორიაზე, არამედ ზოგადად სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივ“,  – განაცხადა ფაშინიანმა.

პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა საზღვრის დემარკაციისა და საზღვრის უსაფრთხოების საკითხთა სამთავრობო კომიტეტს ვიცე-პრემიერ მჰერ გრიგორიანის ხელმძღვანელობით და უშიშროების საბჭოს ყველა წევრს, რომლებიც ყოველდღიურად იყვნენ ჩართულნი ამ პროცესში.

ნახეთ მეტი
Back to top button