პოლიტიკა

სომხეთმა  მთელი ყურადღებით უნდა ადევნოს თვალყური რეგიონულ მოვლენებს და ჰქონდეს მზა სცენარები – ანალიტიკოსი

პოლიტოლოგი არმენ პეტროსიანი თვლის, რომ ირანის მოსახლეობას დატრიალებულმა საჰაერო კატასტროფამ სომხეთსაც დიდი ტკივილი მიაყენა, რადგან განსაკუთრებით ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი და საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანი სომეხი ხალხის დიდი მეგობრები იყვნენ და გამოირჩეოდნენ თავიანთი პროსომხური პოზიციებით.

პეტროსიანმა „ARMENPRESS“-თან საუბარში აღნიშნა, რომ ამ დროისთვის ავია კატასტროფის გამომწვევ მიზეზებზე ოფიციალური დასკვნა არ არსებობს, ტრაგედიის გარემოებების გულდასმით შესწავლა ჯერ კიდევ გრძელდება, მაგრამ სანამ ოფიციალური შეფასება არ გაკეთდება, ჩვენმოწმენი ვხდებით, თუ როგორ გამოიყენება ასეთი ინციდენტი პროპაგანდისტულ მიზნებში.

„ბევრი ანტიირანული აქტორი, განსაკუთრებით ისრაელი და მისი სხვადასხვა პარტნიორები, ცდილობენ გამოიყენონ ავიაკატასტროფა რეგიონში საკუთარი პრობლემების გასაუმჯობესებლად. მაგალითად, ახალი ამბების გავრცელებისთანავე, ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ დაიწყეს ისრაელის სხვადასხვა წყაროებმა  კატასტროფის შესაძლო შედეგების ჩვენება, როგორ გაახარა ირანში ზოგიერთი ახალი ამბების მიღებამ,  როგორ განალაგა შეშფოთებულმა ხელისუფლებამ დასახლებებში შეიარაღებული ძალები, რათა მოგვარდეს  უკონტროლო სიტუაციები. ზოგიერთი კი ცდილობდა ეჩვენებინა, რომ შესაძლებელია ეს ოპერაცია ისრაელის დაზვერვამ განახორციელა,  შესაძლო შედეგებში ჩაღრმავების გარეშე. ამ თეზისში, რომელიც ჯერ ისრაელიდან გამოვიდა, შემდეგ კი განვითარდა თავად ირანში და ასევე რეგიონში, გათვალისწინებული იყო ის ფაქტი, რომ რაისი ავარიამდე აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევს შეხვდა“, -აღნიშნა პეტროსიანმა.

მან ირანის ტელევიზიისა და რადიოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ერთ-ერთ საექსპერტო დასკვნაზე მიუთითა, რომელშიც ინციდენტი ასევე დაკავშირებულია ისრაელის „მოსადის“ საქმიანობასთან.

„რადგან გაურკვევლობა საკმაოდ დიდი იყო, სხვადასხვა წყარო ხშირად წარმოადგენდა ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას. მე თვითონ წავიკითხე ასეთი ანალიზი, რომლის მიხედვითაც ვერტმფრენი ჰაერში აფეთქდა და ეს აშკარად შეიძლება იყოს გარკვეული მოქმედების შედეგი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აქამდე და გამოძიების დროს, ბუნებრივია, განიხილება განზრახ განხორციელებული ოპერაციის ჰიპოთეზა, რადგან უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის სერიოზული პრობლემა ირანის ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს გრძელვადიანი დაძაბულობა ირანსა და ისრაელს შორის. სულ რაღაც ერთი თვის წინ მხარეებმა ერთმანეთის ტერიტორიები ორმხრივად დაუმიზნეს, შესაბამისად, რაც მოხდა, რა თქმა უნდა, ამ ლოგიკაში შეიძლება მოთავსდეს,  მით უმეტეს, რომ ისრაელს აქვს შესაძლებლობა აზერბაიჯანის  ტერიტორიიდან განახორციელოს ასეთი ოპერაცია. აზერბაიჯანი, ირანის ერთ-ერთი მოსაზღვრე ქვეყანაა“, – განაცხადა პეტროსიანმა.

საერთაშორისო ამბებშიც იყო აღნიშნული, რომ ეს ვიზიტი რაისმა აზერბაიჯანში წასვლის მიზნით  გააუქმა. აზერბაიჯანმა თავისი პოლიტიკით არაერთხელ აჩვენა, რომ ლიდერია რეგიონში და შეუძლია გავლენა მოახდინოს დღის წესრიგზე. შესაძლოა, ალიევმა ასეთი წინასწარ დაგეგმილი ნაბიჯი გადადგა და იმის გათვალისწინებით, თუ როგორი მეზობელი გვყავს, არ არის გამორიცხული, ასეთი გეგმა რეალურად ყოფილიყო. ისრაელ-აზერბაიჯანის თანამშრომლობის ვითარების ხელშემწყობი ზოგიერთი წრე ხაზს უსვამს, რომ ირანის პრეზიდენტი სომხეთში უნდა ჩასულიყო, რაც ალიევის დაჟინებული მოთხოვნით გაუქმდა და რაისისა და მისი თანმხლები მაღალჩინოსნების ვერტმფრენის ავარია აზერბაიჯანიდან უკან დაბრუნებისას მოხდა. „აქ შეიძლება შეთქმულების თეორეტიკოსებმა დაინახეს აზერბაიჯანი-ისრაელის თანამშრომლობა, რის შედეგადაც მოხდა   კატასტროფა, ამიტომ ეს თეზისიც აქტიურად შემოიტანეს  და კვლავაც მიმოქცევაშია“, – აღნიშნა ჩვენმა თანამოსაუბრემ.

პეტროსიანმა ასევე ისაუბრა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეტყობინებაზე, რომლის მიხედვითაც ოფიციალური ინფორმაცია ვრცელდება სომხეთის რესპუბლიკაში მაღალი თანამდებობის პირების დადასტურებული ვიზიტების შესახებ. მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც საჰაერო კატასტროფის შესახებ გავრცელდა, ყველა შეესწრო უზარმაზარი პროპაგანდის, ჰიბრიდული მრავალშრიანი თავდასხმების ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით და არ არის გამორიცხული, რომ ეს ინფორმაცია გავრცელდა და მოგვიანებით გამოიყენებოდა გარკვეული მიზნებისთვის.

„ჩვენს მეგობარ ირანს აქვს სახელმწიფოებრიობის საკმაოდ მდიდარი ტრადიციები, ამიტომ მმართველ სისტემას, თავის მხრივ, აქვს განსაცდელების დაძლევის სერიოზული ტრაექტორია. იმ გარემოებით თუ ვიმსჯელებთ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოცემული ვითარებაც მოგვარდება. მეორე მხრივ, ჩვენს რეგიონში არსებული არასტაბილური და გაურკვეველი ვითარება გვაძლევს სხვადასხვა ინციდენტებისა თუ კონფლიქტების პროვოცირების საშუალებას. ამ თვალსაზრისით, ირანის ოპონენტები ამ შუალედურ პერიოდში აუცილებლად შეეცდებიან რაიმე სახის ზეგავლენა  მოახდინონ ირანულ პროცესებზე, შეეცდებიან მასობრივი საპროტესტო აქციების პროვოცირებას და სხვადასხვა ჰიპოთეზების გავრცელებას პროპაგანდისტული მიზნებისთვის“, – განაცხადა პოლიტოლოგმა.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს,  ირანი არის ყველაზე მნიშვნელოვანი აქტორი ჩვენს რეგიონში, განსაკუთრებით  სოხმეთის სამხრეთში ეგრეთ წოდებული დერეფნის საკითხთან დაკავშირებით, სადაც ირანი თურქეთ-აზერბაიჯანის პროგრამის დამაბრკოლებლად გამოდის. შესაბამისად გამორიცხული არ არის, აზერბაიჯანმა და თურქეთმა გამოიყენონ ირანის შიდა საკითხებით,  თუმცა ახლა პროცესები ტავუშის რეგიონში დემარკაციისა და დემილიტარიზაციის სამუშაოებზეა ორიენტირებული. პეტროსიანის თქმით,სომხეთმა  უნდა ადევნოს თვალყური რეგიონულ მოვლენებს მთელი ყურადღებით და ჰქონდეს მზა სცენარები ნებისმიერ განვითარებაზე სათანადო რეაგირებისთვის.

19 მაისს ირანის პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის ვერტმფრენი ჩამოვარდა ირანის აღმოსავლეთ ატრაპატანის პროვინციაში დაშვებისას, როდესაც ის ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჰოსეინთან ერთად ირანისა და აზერბაიჯანის საზღვარზე წყალსაცავის გახსნის ცერემონიიდან ბრუნდებოდა.  ვერტმფრენში მყოფთაგან არავინ არ გადარჩენილა.

ავტორი: მანველ მარგარიანი

ნახეთ მეტი
Back to top button