
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ სომხეთში უმასპინძლა დელეგაციას ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს დეპუტატთა პალატის თავმჯდომარის, კლოდ ვისლერის ხელმძღვანელობით.
ამის შესახებ მისიის X მიკრობლოგზე გამოქვეყნებულ პოსტშია აღნიშნული.
„ჩემთვის პატივია ვუმასპინძლო ლუქსემბურგის დელეგაციას ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს დეპუტატთა პალატის პრეზიდენტის, კლოდ ვისლერის ხელმძღვანელობით. სტუმრები შეუერთდნენ პატრულს ერასხის მიდამოში, რათა უფრო მეტად გაეცნონ არსებულ მდგომარეობას“, – ნათქვამია პოსტში.







