პოლიტიკა
სომხეთში რუსეთის ელჩი მოსკოვში კონსულტაციებისთვის დაიბარეს

რუსეთის ელჩი სომხეთში სერგეი კოპირკინი კონსულტაციებისთვის მოსკოვში დაიბარეს.
ამის შესახებ “ARMENPRESS”-ის ცნობით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
„24 მაისს რუსეთის ფედერაციის ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში სერგეი კოპირკინი მიწვეული იქნა მოსკოვში კონსულტაციებისთვის“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში.







