კულტურა
„ერევნის ბალეტის ფესტივალი“ თუმანიანის პარკში

ერევნის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი „ერევნის ბალეტის ფესტივალი“ თუმანიანის სახელობის პარკში 2-დან 5 ივნისის ჩათვლით გაიმართება. ღია გარე ბალეტის ფესტივალზე მონაწილეობას მიიღებს ბორის ეიფმანის სახელობის პეტერბურგის აკადემიური ბალეტის თეატრი, თბილისის ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი და, რა თქმა უნდა, ა. სპენდიარიანის სახელობის ოპერისა და ბალეტის ეროვნული აკადემიური თეატრი.
სპექტაკლები იწყება 20:00 საათზე.
შესვლა უფასოა.







