საზოგადოება
სომხეთში წყალდიდობის შედეგად დაზიანებული რკინიგზის მშენებლობაზე რუსეთთან შეთანხმება შედგა

ლორისა და ტავუშის რეგიონებში წყალდიდობის შედეგად დაზიანებული რკინიგზის მშენებლობაზე რუსეთთან შეთანხმება შედგა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც ჩანს, რუს პარტნიორებთან რკინიგზის მშენებლობასთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია“, – განაცხადა ფაშინიანმა.
მანამდე, სომხეთის მთავრობის სხდომაზე ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა გნელ სანოსიანმა განაცხადა, რომ რკინიგზის სხვადასხვა მონაკვეთზე დაზიანებები დაახლოებით 2 კილომეტრს აღწევს.







