სტიქიის ზონას სომხეთში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წევრები ეწვივნენ

სომხეთში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების წევრები ქალაქ ალავერდს ეწვივნენ, რომელიც ლორისა და ტავუშის რეგიონებში მომხდარი წყალდიდობის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა.
როგორც „ARMENPRESS“-ის კორესპონდენტი იტყობინება, დიპლომატებს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვაჰან კოსტანიანი ახლდა.
მათ ალავერდში სომხეთის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა გნელ სანოსიანმა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახურის დირექტორმა – შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კამო ცუცულიანმა დახვდნენ.

გნელ სანოსიანმა დიპლომატებს სტიქიის ზონაში არსებული ვითარება დეტალურად გააცნო. მინისტრმა ლორისა და ტავუშის რეგიონებს სტიქიის შედეგად მიყენებული დიდი
დიპლომატთა დელეგაციაში შედიოდნენ ჩინეთის ელჩი სომხეთში ფან იონგი, ჩეხეთის ელჩი სომხეთში პეტრ პირუნჩიკი, საქართველოს ელჩი სომხეთში გიორგი საგანელიძე, სხვა დიპლომატიური წარმომადგენლობების წევრები.







