აზერბაიჯანი ანადგურებს სომხურ მემკვიდრეობას მთიან ყარაბაღში: Eurasianet

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ აზერბაიჯანს დაავალა მხარი დაუჭიროს იმ სომეხი ლტოლვილების დაბრუნების უფლებას, რომლებმაც დატოვეს მთიანი ყარაბაღი, მაშინ როცა ტერიტორია აზერბაიჯანელი სამხედროების მიერ იქნა ოკუპირებული. მაგრამ თუ რომელიმე სომეხი საბოლოოდ დაბრუნდება მთიან ყარაბაღში, ის ვერ იცნობს იმ ადგილებს, რომლებიც 2023 წლის ბოლოს დატოვა, წერს Eurasianet.
გასული წლის შემოდგომიდან აზერბაიჯანმა ახორციელებს ქმედებებწ სომხური მემკვიდრეობის აღმოსაფხვრელად. ახალი სატელიტური ფოტოები მოწმობენ, რომ მიმდინარეობს ყოფილი სომეხი მაცხოვრებლების სახლების, ეკლესიების და სხვა კულტურული ღირსშესანიშნაობების მასიური განადგურება.
მარტში აზერბაიჯანის სახელმწიფო ტელევიზიამ აჩვენა მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის (NKR) პარლამენტის შენობის და ასევე ომის ვეტერანთა სომხური ცენტრის დემონტაჟის კადრები და განაცხადა, რომ ეს “სტრუქტურები არ აკმაყოფილებდა არქიტექტურულ მოთხოვნებს”.
სომხური ეკლესიები, სასაფლაოები და მართლმადიდებლური რელიგიური სიმბოლოები აზერბაიჯანის ხელისუფლების დესტრუქციული ქმედებების კიდევ ერთი სამიზნეა. სომხური საკულტო ნაგებობების დანგრევის შემთხვევები დაფიქსირდა შუშშსა და ლაჩინში.
ასევე დანგრეულია ქანდაკებები და ძეგლები, რომლებიც დაკავშირებულია მთიანი ყარაბაღის საბჭოთა და სომხურ მემკვიდრეობასთან. კერძოდ, განადგურდა სტეპან შაუმიანის ქანდაკება, ასევე სომეხი პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწეების სხვა ძეგლები.
აზერბაიჯანის მიერ შენობების განადგურება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სასამართლოს ნოემბრის გადაწყვეტილებას. საერთაშორისო სასამართლომ მოითხოვა აზერბაიჯანისგან მიიღოს ყველა საჭირო ზომა სომხურ კულტურულ მემკვიდრეობაზე მოქმედი ვანდალიზმისა და შეურაცხყოფის ფაქტების აღსაკვეთად და დასასჯელად.
სომეხი ლტოლვილები აცხადებენ, რომ ისინი ელიან უსაფრთხოების გარანტიებს, ასევე სპეციალურ პრივილეგიებს, როგორიცაა კომპაქტურ დასახლებებში ცხოვრება და გარკვეული სახის ავტონომიით სარგებლობა.







