პოლიტიკა

ბაქოსა და ერევანს შორის სამშვიდობო შეთანხმება გარდაქმნის სამხრეთ კავკასიას – ჯო ბაიდენი

ბაქოსა და ერევანს შორის სამშვიდობო შეთანხმება გარდაქმნის სამხრეთ კავკასიას და რადიკალურად შეცვლის აზერბაიჯანის როლს რეგიონში. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის მიმართვაში ბაქოს ენერგეტიკის კვირეულის მონაწილეებისთვის, რომელიც წაიკითხა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ენერგეტიკული რესურსების ბიუროს მრავალმხრივი ენერგეტიკული დიპლომატიის უფროსმა მრჩეველმა ჰარი კემიანმა.

ბაიდენის გზავნილში ნათქვამია, რომ რეგიონული სტაბილურობა და ურთიერთდაკავშირება შეერთებული შტატების პრიორიტეტია.

„გრძელვადიანი სამშვიდობო შეთანხმება დაასრულებს მრავალწლიან კონფლიქტს, გარდაქმნის სამხრეთ კავკასიას და რადიკალურად შეცვლის აზერბაიჯანის როლს რეგიონში. აშშ მზადაა მხარი დაუჭიროს ამ მისწრაფებას. ჩვენ გვაქვს ვალდებულება მომავალი თაობების წინაშე დავრწმუნდეთ, რომ მშვიდობა და კეთილდღეობა დარჩეს ჩვენს სახელმძღვანელო პრინციპებად“, – ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის მიმართვაში.

ნახეთ მეტი
Back to top button