პოლიტიკა
ევროკავშირის მისიის განლაგების შემდეგ სომხეთის ტერიტორიაზე ესკალაცია არ მომხცდარა – სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ევროკავშირის მისიის განლაგების შემდეგ, როგორც ვხედავთ, სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე დიდი შეტევა ან ესკალაცია არ მომხდარა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა დღეს, 4 ივნისს, ეროვნულ ასამბლეაში 2023 წლის ბიუჯეტის შესრულების განხილვისას განაცხადა.
„სიტუაცია, რომელშიც სომხეთი აღმოჩნდა, არის ხაფანგი, რომელიც თქვენ დააგეთ ან სხვებმა დააგეს თქვენი დახმარებით ათწლეულების განმავლობაში“, – თქვა მირზოიანმა ოპოზიციისადმი მიმართვისას.
მისი თქმით, წლების განმავლობაში არსებული სიტუაციები ხელს უშლიდა სომხეთს მისი რეალური სუვერენიტეტის გამყარებაში.
”დიახ, ეს იყო ძალიან ტკბილი, მაგრამ, მაინც ჯაჭვი სომხეთის რეალური თავისუფლების წინააღმდეგ ”, – თქვა მირზოიანმა.







