საერთაშორისო

ირანმა  EAEU-ში დამკვირვებელი ქვეყნის სტატუსის შესახებ განაცხადი წარადგინა

ევრაზიის ეკონომიკური კომისიის გამგეობის ხელმძღვანელმა ბაკიტჟან საგინტაევმა განაცხადა, რომ ირანმა EAEU დამკვირვებელი ქვეყნის სტატუსი ითხოვა.

განცხადება მიღებულია 27 მაისს, ვიწყებთ შესაბამის პროცედურებს“, – განაცხადა საგინტაევმა სამშაბათს, ევრაზიის მთავრობათაშორისი საბჭოს სხდომაზე.

ბელორუსის პრემიერ-მინისტრი რომან გოლოვჩენკო საჭიროდ მიიჩნევს იმ ქვეყნებისა და რეგიონალური სავაჭრო ასოციაციების სიის შექმნას, რომლებთანაც EAEU-მ უნდა დაიწყოს თავისუფალი სავაჭრო ზონის შესახებ შეთანხმებების ხელმოწერა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღეს მსოფლიოში ბევრი სახელმწიფოა, რომლებიც მზად არიან ითანამშრომლონ EAEU-სთან. ესენია, უპირველეს ყოვლისა, ინდონეზია, გაერთიანებული საემიროები და მონღოლეთი.

ნახეთ მეტი
Back to top button