ეკონომიკამთავარი

პროექტ  „მშვიდობის გზაჯვარედინზე“ ფარგლებში პირველი სატვირთო მანქანა ჩინეთიდან სომხეთში  ჩამოვიდა

სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტის „მშვიდობის გზაჯვარედინზე“ ფარგლებში, 31 მაისს ჩინეთის ქალაქ შანხაიდან ერევანში ჩამოვიდა პირველი სატვირთო მანქანა, რომელმაც გაიარა ყაზახეთის, უზბეკეთის, თურქმენეთისა და ირანის ტერიტორიებზე. ჩინეთიდან სომხეთში ტვირთის გადაზიდვას დაახლოებით 20 დღე დასჭირდა.

„ARMENPRESS“-ის  ცნობით, პირველი სატვირთო მანქანის დახვედრის ღონისძიებას ესწრებოდნენ სომხეთის რესპუბლიკაში ყაზახეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბოლატ იმანბაევი, სომხეთის რესპუბლიკაში თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მუჰამეტნიაზ მაშალოვი, სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი  თურქმენეთის რესპუბლიკაში  არამ გრიგორიანი.  ისევე როგორც სომხეთის რესპუბლიკის  ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო ტრანსპორტის პოლიტიკის, ლიცენზირებისა და ნებართვების  სამმართველოს უფროსო ხაჩიკ სოღომონიანი.

„სომხეთის რესპუბლიკის მთავრობა ყოველთვის ხაზს უსვამდა ძალისხმევას სატრანსპორტო ურთიერთდაკავშირებისა და რეგიონული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიმართულებით“, – აცხადებენ  ტმი სამინისტროში ღონისძიებისა და პროექტ  „მშვიდობის გზაჯვარედინის “ მნიშვნელობაზე.

სამინისტროს წარმომადგენელმა ასევე დასძინა, რომ შემუშავებულია შესაბამისი მექანიზმები როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში.

„აღნიშნული მიმართულებით პრაქტიკული ნაბიჯები და კონსტრუქციული ძალისხმევა წამახალისებელია სომხეთის  მთავრობისთვის. ჩვენ ხაზს ვუსვამთ მათი უწყვეტობის უზრუნველყოფას. კომპანია (რედ.Gold Way) ახორციელებდა ტვირთის გადაზიდვას ახალ მარშრუტზე, რაც ნამდვილად მისასალმებელია“, – აცხადებენ ტმი სამინისტროში, ამიტომაც ღონისძიებაზე მოწვეულნი იქნენ  სომხეთის რესპუბლიკაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებიც.

ტვირთის გადაზიდვის განმახორციელებელი ორგანიზაციის დამფუძნებელმა დირექტორმა არმენ საჰაკიანმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ კომპანიამ დიდი ხნის ძიების  შემდეგ შეძლო ჩინეთიდან სომხეთში ტვირთების გადაზიდვის პროცესის ორგანიზება პროექტის   „მშვიდობის გზაჯვარედინზე“ ფარგლებში.

„ეს ტვირთი ჩამოვიდა ჩინეთის ქალაქ შანხაიდან, სადაც დაიტვირთა მანქანა, შემდეგ ის ჩავიდა ყაზახეთთან სასაზღვრო პუნქტ ქალაქ ხარგოზში, ხარგოსში ტვირთი გადაიტვირთა ამ ყაზახურ მანქანაში და ამით დასრულდა ყველა საბაჟო ფორმალობა, რის შემდეგაც სატვირთო მანქანა გავიდა მარშრუტზე, ის ერევანში სახმელეთო გზით, ყაზახეთის, უზბეკეთის, თურქმენეთისა და ირანის ტერიტორიების გავლით ჩამოვიდა. ტვირთმა ყველა აღნიშნული ქვეყნის ტერიტორიაზე გაიარა შესაბამისი საბაჟო და სატრანზიტო პუნქტები. იყო პრობლემები, მაგრამ მოგვარდა და 20-22 დღეში ამ ტვირთმა  შანხაიდან ერევანში სერიოზული დაბრკოლებების გარეშე ჩამოაღწია“, – აღნიშნა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button