პრემიერ-მინისტრმა მასთან ერთად ველოსიპედით მგზავრობის 4 პირობა შესთავაზა

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მასთან ერთად ველოსიპედით მგზავრობის 4 პირობა შესთავაზა. Armenpress-ის ინფორმაციით, ნიკოლ ფაშინიანმა ეს შეთავაზება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით გააკეთა და ვიდეოც ატვირთა.
„არ ვიტყვი რამდენად ხშირად, მაგრამ დროდადრო ვაკეთებ ასეთ რაღაცებს. თუ იქნება მსურველი, რომ შემოგვიერთდეს, სიამოვნებით მოვაწყობ. მაგრამ გაწევრიანების ოთხი პირობაა. პირველი არის ველოსიპედის ქონა (აშკარაა), მეორე ის, რომ მარშრუტს მე გადავწყვეტ (ეს აშკარა არაა, მაგრამ ცხოვრება აიძულებს), მესამე პოლიტიზებული არ იყოს (აშკარაა რატომაც), მეოთხე არის ის, რომ ჩვენ უნდა დავბრუნდეთ 7 საათზე, რადგან სამუშაო დღე იწყება. თუ გსურთ შემოგვიერთდეთ, [email protected]. ელ. მისამართზე მოგვწერეთ თქვენი სახელი, ტელეფონის ნომერი და თქვენი ფოტოსურათი ველოსიპედით“, – წერს სომხეთის პრემიერ-მინისტრი.







