
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ სომხეთში მიიღო დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა ევროკავშირის საგარეო სამოქმედო სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის, რეგიონული თანამშრომლობისა და ეუთოს საკითხებში მაიკლ ზიბერტი.
“ARMENPRESS”-ის ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის X-ის მიკრობლოგზე გამოქვეყნებულ პოსტშია ნათქვამი და დასძენს, რომ დელეგაციის წევრები ერაშხში, ასევე ქალაქ იეგნაძორში ევროკავშირის მისიის შტაბ-ბინას ეწვივნენ.







