საზოგადოება

სომხეთის 16 სკოლაში „ხელოვნური ინტელექტის“ სასწავლო საათები შემოიღეს

სომხეთში გასულ წელს, კერძო სექტორთან თანამშრომლობით, 16 სკოლაში „ხელოვნური ინტელექტის“ სასწავლო საათები დაინერგა. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ჟანა ანდრეასიანმა პარლამენტის მუდმივმოქმედი კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე  წლიური ანგარიშის განხილვისას განაცხადა.

ჟანა ანდრეასიანმა ყურადღება გაამახვილა უფროს კლასებში საკრედიტო სისტემის დანერგვაზე, რომლის ფარგლებშიც სასკოლო კრედიტები აღიარებულია უნივერსიტეტების მიერ.

„ამ ფარგლებში კერძო სექტორთან თანამშრომლობით 16 სკოლაში „ხელოვნური ინტელექტის“ კურსიც განვახორციელეთ. ამ თვალსაზრისით, ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში ერთ-ერთი პირველია, რომელსაც უკვე აქვს მსგავსი პროგრამა სასკოლო დონეზე“, – განაცხადა მინისტრმა.

ნახეთ მეტი
Back to top button