საზოგადოება

სომხეთი პირველად მიიღებს მონაწილეობას თავდაცვისა და უსაფრთხოების გამოფენაში EUROSATORY

სომხეთი პირველად იქნება წარმოდგენილი სახმელეთო და საჰაერო თავდაცვისა და უსაფრთხოების გამოფენაზე EUROSATORY , რომელიც 2024 წლის 17-დან 21 ივნისამდე, პარიზში გაიმართება.

როგორც “ARMENPRESS”-ს საფრანგეთ-სომხეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში განუცხადეს, გამოფენა 1800-ზე მეტ მონაწილეს 90 ქვეყნიდან, ასევე 98000-მდე ვიზიტორსა და სპეციალისტს უმასპინძლებს.

პავილიონი „სომხეთი“ საფრანგეთ-სომხეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრი კომპანიებისა და სომხეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის კომპანიების დელეგაციას უმასპინძლებს. ეს საშუალებას მისცემს ამ სომხურ კომპანიებს წარმოადგინონ თავიანთი ტექნოლოგიები და გადაწყვეტილებები პირველად ევროპის საერთაშორისო გამოფენაზე კონტრაქტების გაფორმების მიზნით.

გამოფენის ფარგლებში, 18 ივნისს,გაიმართება ფრანგულ-სომხური ფორუმი, რომელიც ეძღვნება სომხეთის საჭიროებებს თავდაცვის სფეროში და საფრანგეთთან მიმდინარე თანამშრომლობას.

ნახეთ მეტი
Back to top button