
სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრეს-მდივანმა ნაზელი ბაღდასარიანმა უარყო აზერბაიჯანელი პოლიტოლოგის აჰმედ შაიროღლუს განცხადება, რომ სომხეთის პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ნოემბერში ეწვევა ბაქოს COP29 სამიტში მონაწილეობის მისაღებად.
აზერბაიჯანელი პოლიტოლოგის პოსტს ნაზელი ბაღდასარიანი გამოეხმაურა, რომელმაც „ARMENPRESS“- ის შემდეგ კითხვას უპასუხა:
„ექსპერტმა გამოხატა თავისი სუბიექტური აღქმა, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს პრემიერ ფაშინიანის სამუშაო დღის წესრიგთან. პრემიერ ფაშინიანის სამუშაო დღის წესრიგში მსგავსი ვიზიტი არ იგეგმება“- აღნიშნავს სომხეთის პრემიერის პრეს-მდივანი.







