საზოგადოება
სომხეთის მოსახლეობა მარილის მოხმარების დღიურ ზღვარს 2-ჯერ აჭარბებს

სომხეთში 16-69 წლის მოსახლეობა მარილის მოხმარების დასაშვებ ნორმას 2-ჯერ აჭარბებს. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს და დასძენს:
„თუ მარილის მოხმარების რაოდენობას 5 გრამამდე შევამცირებთ, მაშინ 15 წლის შემდეგ ჩვენს ქვეყანაში გულის იშემიური დაავადებებით სიკვდილიანობა დაახლოებით 12 ათასით შემცირდება.







