პოლიტიკა

არმენ გრიგორიანი და ჰიქმეთ ჰაჯიევი დილიჟანში შეხვდნენ

კ14 ივნისს, დილიჯანში გაიმართა სამუშაო შეხვედრა სომხეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივან არმენ გრიგორიანსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის თანაშემწეს, ჰიქმეთ ჰაჯიევს შორის.

 შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხები. ხაზი გაესვა უწყვეტი ორმხრივი დიალოგის მნიშვნელობას რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებისკენ მიმართული ძალისხმევის კონტექსტში.

მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები ორი ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებებს შორის ურთიერთნდობის განმტკიცების ზომებთან დაკავშირებით.

არმენ გრიგორიანი და ჰიქმეთ ჰაჯიევი შეთანხმდნენ სამუშაო კონტაქტების გაგრძელებაზე და აღნიშნეს, რომ შემდეგი შეხვედრა აზერბაიჯანში გაიმართება.

ნახეთ მეტი
Back to top button