მთავარიპოლიტიკა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა: „აყვავებული სომხეთი“ პარლამენტში ვერ შევიდა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა. მათი თანახმად, პარლამენტში სამი პოლიტიკური ძალა შედის: პარტიების ალიანსი „ძლიერი სომხეთი“, ალიანსი „სომხეთი“ და პარტია „სამოქალაქო კონტრაქტი“. პარტია  „აყვავებულმა სომხეთმა“  4 პროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახა.

სიებში შეყვანილი ამომრჩევლების საერთო რაოდენობა 2 მილიონ 503 ათას 990-ია, კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანზე შედგენილ ამომრჩეველთა დამატებით სიაში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 1126-ია, გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიმცემ ამომრჩეველთა დამატებით სიაში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 1300-ია, ელექტრონულ კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა 410-ია, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 მილიონ 506 ათას 826-ია, ხმის მიცემის მონაწილეთა საერთო რაოდენობა 1 მილიონ 476 ათას 769-ია ანუ 58.9 პროცენტი.

მან ასევე წარმოადგინა პარტიებისა და პარტიული ალიანსების მიერ მიღებული ხმები:

პარტია  „სამოქალაქო კონტრაქტი“   49.7456 პროცენტი – 726,819

ალიანსი „ძლიერი სომხეთი“ ალიანსი  23.2710 პროცენტი – 340,006 ხმა

ალიანსი „სომხეთი“  9.9231 პროცენტი – 144,983 ხმა

პარტია „აყვავებული სომხეთი“  3.9893 პროცენტი – 58,287 ხმა

ნახეთ მეტი
Back to top button