
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ტავუშის რეგიონში, ბაღანის-კირანცის რეგიონში დისლოცირებულ ეუს-ის მესაზღვრეების სამსახურს გაეცნო.
ამის შესახებ ფაშინიანმა დაწერა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
„ტავუშის რაიონში გავეცანი ბაღანის-კირანცის რაიონში დისლოცირებული ეუს-ის მესაზღვრეების მუშაობას“, – წერს პრემიერ-მინისტრი და პოსტს ურთავს ვიდეოს.
საზღვრის ზემოაღნიშნულ მონაკვეთზე არსებული ვითარება პრემიერ-მინისტრს გააცნო ეუს-ის დირექტორმა არმენ აბაზიანმა.







