პოლიტიკა
სომხეთი 148 ხმით აირჩიეს გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს წევრად

ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში გამართულ კენჭისყრაზე სომხეთი 148 ხმით აირჩიეს გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს წევრად. ამის შესახებ იუწყება სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. „მადლობას ვუხდით სომხეთის პარტნიორ სახელმწიფოებს მხარდაჭერისთვის. სომხეთი მზად არის შეიტანოს წვლილი საერთაშორისო თანამშრომლობაში მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელების მიმართულებით“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.







