
ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ალენ სიმონიანი დარწმუნებულია, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები მანდატებს არ დათმობენ.
“ARMENPRESS”-ის ინფორმაციით, ასეთი აზრი ჟურნალისტებთან საუბარში სიმონიანმა გამოთქვა.
„ოპოზიცია მანდატებს არ დათმობს, ამაში დარწმუნებული ვარ. მათ არც კი სჭირდებათ რიგგარეშე არჩევნები. ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, რომელიც უნდა განვახორციელოთ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ალენ სიმონიანმა ოპოზიციას ვადამდელი არჩევნების ჩატარების წინ შესთავაზა მანდატებზე უარის თქვან.







