
სომხეთის პარლამენტის სპიკერმა და აშშ-ის ელჩმა კრისტინა ქუინიმ განიხილეს სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების ვითარება, სომხურ-აზერბაიჯანული მოლაპარაკებების პროცესი, აზერბაიჯანში უკანონოდ მყოფი სომეხი სამხედრო ტყვეების დაბრუნების საკითხი.
საუბრის ცენტრში იყო სომხეთ-აშშ-ის საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის, ასევე ორმხრივი ურთიერთქმედების არაერთი საკითხი.
წყაროს ცნობით, საუბარი შეეხო სომხეთში დემოკრატიის, სიტყვის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ რეფორმებს.
მიღწეულია შეთანხმება მომავალი ორმხრივი ვიზიტების დროს თანამშრომლობის გაფართოების შესახებ.







