პოლიტიკა

დემარკაცია გაგრძელდება იქ, სადაც  ერთობლივი გადაწყვეტილებით კონსესუსი ჩამოყალიბდება   –   ფაშინიანი

სომხეთის 32+1 სოფლის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი დღის წესრიგიდან არასოდეს ამოგვიღია და არ ამოვიღებთ. ამის შესახებ დღეს, 12 ივნისს, სომხეთის  პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ეროვნულ ასამბლეაში ჟურნალისტებს განუცხადა, უპასუხა რა კითხვას: არის თუ არა მოლაპარაკების მაგიდაზე კონკრეტული საკითხი, რომ, მაგალითად, სანამ სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდება, აზერბაიჯანელებმა უნდა დატოვონ ოკუპირებული სომხური  ტერიტორიები: ჯერმუკი, ვარდენისი.

„მოლაპარაკების მაგიდაზე შემდეგი საკითხი დევს: ახლა სადემარკაციო კომისიები თანხმდებიან ერთობლივი მუშაობის რეგულირებაზე, რომელსაც ხელი უნდა მოეწეროს, შემდეგ გაიაროს შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები და ამ რეგულაციის საფუძველზე უნდა გაგრძელდეს დემარკაცია.

დემარკაცია გაგრძელდება იქ, სადაც  ერთობლივი გადაწყვეტილებით კონსესუსი ჩამოყალიბდება“, – განაცხადა ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button