სომხეთში არსებობს ტერორიზმისა და ქაოსის საშიშროება

ბაგრატ არქიეპისკოპოსმა გალსტანიანმა, რომელმაც ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა მოითხოვა, ხალხი დღეს ბაღრამიანის გამზირზე მიიწვია, რათა დაწყებული ბრძოლა დაესრულებინა. დრო, რომელიც ოპოზიციამ ხელისუფლებას მისცა გადადგომისათვის ამოიწურა. ამ დროს პრემიერ-მინისტრი ეროვნულ ასამბლეაში იმყოფებოდა კითხვებზე პასუხის გასაცემად. აქციის მონაწილეები ცდილობდნენ დემირჩიანის ქუჩის გადაკვეთას, რათა ფაშინიანისათვის გზა გადაეკეტათ, რათა არ გამოსულიყო ის ეროვნული ასამბლეის შენობიდან, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა პოლიციის ქმედებების შედეგად.
რამდენად შესაძლებელია, რომ ოპოზიციამ, რომელსაც კარვები აქვს გაშლილი ეროვნული ასაბლეის შენობასთან, მოიწვიოს ეროვნული კრება მთავრობის გადადგომისა და ახალი მთავრობის ფორმირების დღის წესრიგით?
პოლიტოლოგი ლილით დალაქიანი ფაქტორ TV-სთან საუბარში აცხადებს, რომ ეს ოპოზიციისთვის გადაუჭრელი პრობლემაა. თუმცა კონფლიქტებისა და არასტაბილურობის შექმნის საფრთხეს ხედავს.
„არსებობს ტერორიზმის საშიშროება, რათა სომხეთში შეიქმნას ქაოსი, რომ ხალხმა თქვას, რომ ფაშინიანს მართვა არ შეუძლია და მის მიმართ აღშფოთება გაჩნდეს. ფაშინიანი დამნაშავეა იმაში, რომ ამ მოძრაობის დამფინანსებლები არ დასაჯეს, ისინი არიან ქურდები, რომლებიც ციხეში უნდა იყვნენ. თუ ფაშინიანი გადადგება, გალსტანიანი მოვა და იტყვის, რომ აჩერებს დემარკაციის პროცესს, ეს გამოიწვევს ომს. ალიევი თავს დაესხმება ამჯერად სომხეთს. გვაქვს იარაღი? მზად ვართ?“ .
პოლიტოლოგი ასევე ხედავს რუსეთის ინტერესს სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის გაგრძელებაში და კონფლიქტის გახანგრძლივების მიზნით რუსეთს სჭირდება საომარი მოქმედება, რაც მას რეგიონში დარჩენის საშუალებას მისცემს. ამ თვალსაზრისით, დალაქიანი ხედავს საპასუხო ნაბიჯების აუცილებლობას სომხეთის მთავრობის მხრიდან.
„ფაშინიანმა ფარდა აუნდა ახადოს პუტინის პოლიტიკას სომხეთის წინააღმდეგ და ღიად უნდა თქვას, რომ რუსეთმა აზერბაიჯანის პროვოცირება მოახდინა ჩვენს წინააღმდეგ ომში, შეაიარაღა ის ჩვენს წინააღმდეგ. რუსეთის თვალწინ მოხდა ეთნიკური წმენდა. როცა ეს ყველაფერი ნათქვამი იქნება, უნდა მოხდეს პრორუსული ძალების პოლიტიკური ასპარეზიდან გაიძევება. თუ ფაშინიანი არ დაუახლოვდება აშშ-ს, სომხეთის სახელმწიფოებრიობა განადგურდება. ჩვენ არ უნდა გავაგრძელოთ რუსეთის ფედერაციის გავლენის ქვეშ ყოფნა და რუსების გაბრაზების არ უნდა გვეშინოდეს“, – განაცხადა პოლიტოლოგმა.







