პოლიტიკა
შემდეგი ლოგიკური ნაბიჯი კუხო-დან გასვლა იქნება – ფაშინიანი

შემდეგი ლოგიკური ნაბიჯი კუხო-სთან ურთიერთობაში ორგანიზაციის დატოვება იქნება, განაცხადა დღეს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ეროვნულ ასამბლეაში.
ჩვენ არ გვითქვამს მთავრობის გეგმაში, რომ დავრჩებით კუხო-ს წევრად.
„ჩვენ დავრწმუნდით, რომ სომხეთის საზღვარი არის წითელი ხაზი, მაგრამ როდესაც კუხო-მ სათანადოდ პასუხი არ გასცა ესკალაციას 2021 წლის 12 მაისს, ჩვენ ძალიან რბილად დავეჭვდით კუხო-ს ეფექტურობაში“, – განაცხადა მან .
მისი თქმით, მთავრობა მოლაპარაკებებისა და დისკუსიების შედეგად მიხვდა, რომ კუხო, რომლის ვალდებულებაც სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის დაცვაა, უარს ამბობს პასუხისმგებლობის შესრულებაზე.
მაისის დასაწყისში გამოცხადდა, რომ სომხეთი შეწყვეტს კუხო-ს საქმიანობის დაფინანსებას.







