პოლიტიკა

აშშ მზადაა მხარი დაუჭიროს სომხეთის მშვიდობიან და დემოკრატიულ მომავალს  –  რიჩარდ ვერმა

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ბოლო ორი წელია ცდილობს შეამციროს ვიზების  ლოდინის დრო. გასულ წელს სომხეთში 67 პროცენტით მეტი არასაიმიგრაციო ვიზა გავუშვით. ამის შესახებ დღეს, 17 ივნისს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პირველმა მოადგილემ რიჩარდ ვერმამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა სომხურ-ამერიკულ კონფერენციაზე, რომელიც ეძღვნება ადგილობრივი დემოკრატიის საკითხებს.

„ჩვენ ასევე ვსაუბრობთ ბიზნეს ლიდერებზე, რომლებიც ამყარებენ კომერციულ კავშირებს აშშ-სა და სომხეთის მთავრობებში. ჩვენი საქმეა მივცეთ და განვავითაროთ იდეები, რომლებიც საშუალებას მოგვცემს გავაძლიეროთ ვაჭრობა და შევქმნათ  რეალური შესაძლებლობები სომხებისთვის, ამერიკელებისთვის. ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები 2020-2023 წლებში სამჯერ გაიზარდა, 96 მილიონიდან 330 მილიონ დოლარამდე.

ჩვენ გამოვიკვლევთ, როგორ გავაღრმავოთ პარტნიორობა ამერიკულ და სომხურ კერძო სექტორებს შორის.

აშშ მზადაა მხარი დაუჭიროს სომხეთის მშვიდობიან, დემოკრატიულ მომავალს სომეხი ხალხისთვის. ჩვენ ამ მიმართულებით ვახორციელებთ ინვესტიციებს და ჩვენი მხარდაჭერით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პროგრამები თითქმის გაორმაგდა. სომხურ-ამერიკულ ურთიერთობებში მხოლოდ ერთი გზა არსებობს, ეს არის პროგრესის გზა. მოდით, ამ მიმართულებით ვიმოქმედოთ“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button