
სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ტოივო კლაარმა დადებითად შეაფასა სომხეთის წინადადება საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმის შექმნის შესახებ. „დაძაბულობის შემცირების მიზნით, მისასალმებელია სომხეთის წინადადება შეიქმნას ორმხრივი მექანიზმი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის სავარაუდო დარღვევების აღმოსაფხვრელად. ევროკავშირი საქართველოში ევროკავშირის მისიის მეშვეობით 15 წელია ეხმარება მსგავსი შეხვედრების ორგანიზებას და მზადაა საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს“, – წერს ევროკავშირის წარმომადგენელი. შეგახსენებთ, 15 ივნისს სრ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის ორმხრივი გამოძიების მექანიზმის შექმნას სთავაზობს.







