24 ივნისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში შექმნილი ვითარების საპასუხოდ ქმედებებს განიხილავენ

24 ივნისს ევროკავშირის 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ ორგანიზაციის ქმედებებს საქართველოში შექმნილი ვითარების საპასუხოდ „საგარეო აგენტების შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ევროკავშირის მაღალჩინოსანმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა ევროკავშირის 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ, წერს Euractive. „მინისტრები განიხილავენ სიტუაციას და რა ნაბიჯები შეგვიძლია გადავდგათ ასეთი დემოკრატიული უკანდახევის პირობებში“, – განაცხადა მან. დიპლომატმა ჟურნალისტების კითხვას, მიიღება თუ არა გადაწყვეტილება ორშაბათს, უპასუხა “არა, ჩვენ არ ველით ორშაბათს გადაწყვეტილებებს.” „არსებობს ვარიანტები, მათზე ფიქრობენ წევრი ქვეყნები. ველოდებით კარგ დისკუსიას, თუ როგორ შეგვიძლია ვუპასუხოთ. ადრე თუ გვიან უნდა ვნახოთ, როგორ მოვიქცეთ“, – განაცხადა მან.







