პოლიტიკა
აზერბაიჯანმა კიდევ ერთხელ გაახანგრძლივა სპეციალური საკარანტინო რეჟიმი

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სპეციალური საკარანტინო რეჟიმი გაგრძელდა. როგორც APA იუწყება, ეს გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტმა მიიღო.
გადაწყვეტილების თანახმად, ქვეყანაში კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებისა და მისი შესაძლო შედეგების პრევენციის მიზნით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სპეციალური საკარანტინო რეჟიმი 2024 წლის 1 ოქტომბრის 06:00 საათამდე გაგრძელდა..” , “. მანამდე სპეციალური საკარანტინო რეჟიმი 1 ივლისს 06:00 საათამდე გაგრძელდა.
აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც, სავარაუდოდ, არსებობს „კორონავირუსის ინფექციის გავრცელების“ საფრთხე. დანარჩენ მსოფლიოში აკრძალვები დიდი ხანია მოიხსნა.







