
საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა სომხეთის რესპუბლიკაში ოლივიე დეკოტინიმ საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან ერთად ვედის კაშხალი და სარწყავი ტერიტორია მოინახულა.
ამის შესახებ ოლივიე დეკოტინის X მიკრობლოგზე გამოქვეყნებულ პოსტშია აღნიშნული.
„3200 ჰექტარი სარწყავი ფართობი 5000 ბენეფიციარით, სომხეთის ყველაზე ნაყოფიერ ვაკეზე“, – წერს საფრანგეთის ელჩი და დასძენს, რომ FSA-ს მიერ 80%-ზე მეტით დაფინანსებული პროექტი რამდენიმე თვეში დასრულდება.







