
სომხურ-ქართული კულტურული და კულინარიული ფესტივალის ფარგლებში ერევანში გაიმართა ტურისტული ბიზნეს ფორუმი ორივე ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაციის მონაწილეობით, რომლის დროსაც მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე დარგში არსებული აქტუალური საკითხების გადასაჭრელად.
Armenpress-ის ინფორმაციით, ფესტივალის მონაწილეებს საშუალება მიეცათ გაეერთიანებინათ სასიამოვნო და სასარგებლო: გაეცნოთ სომეხი და ქართველი ხალხების კულტურული მემკვიდრეობის ზოგიერთ მახასიათებელი, ეროვნულ სამზარეულო, ტურისტული კომპანიების შეთავაზებები, ჩამოეყალიბებინათ საქმიანი კავშირები, განეხილათ თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები და მასში ხელშემწყობი ნაბიჯები.
სომხეთის ტურიზმის ფედერაციის პრეზიდენტმა მეხაკ აპრესიანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ მსგავსი ღონისძიებები შესანიშნავი შესაძლებლობაა კონტაქტების გაღრმავების, პრობლემების ხაზგასასმელად, მათი გადაჭრის გზების განხილვისა და ერთობლივი წინადადებების შემუშავებისთვის.
„ეს არის ძალიან კარგი პლატფორმა თანამშრომლობისთვის. ფესტივალის ფარგლებში ვაწყობთ ბიზნეს ფორუმებს, რომლებშიც ტურისტული ინდუსტრიის მონაწილე წარმომადგენლები ერთობლივად განიხილავენ სომხურ-ქართული რეგიონული ტურისტული პაკეტების ფორმირებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ვცდილობთ შევქმნათ უფრო კონკურენტუნარიანი, მიმზიდველი და პრეზენტაბელური შეთავაზება, რომელსაც შეეძლება რეკლამირება და პოპულარიზაცია მსოფლიო ბაზარზე“, – თქვა მეჰაკ აპრესიანმა.
მან აღნიშნა, რომ წელს, გარდა ერთობლივი პაკეტების შექმნისა, ფორუმზე ასევე განიხილეს სომხეთსა და საქართველოს შორის ტურისტული ვიზიტების გააქტიურება, ორივე ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის შენახვა და სათანადო პრეზენტაცია, კულტურული განვითარების საკითხები, დიალოგი.
ასევე ხაზი გაესვა ხარისხის სტანდარტების განსაზღვრას და ტურისტებისთვის მიწოდებული სერვისების თანმიმდევრულ გაუმჯობესებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საზღვრის გადაკვეთის პროცესების ხელშეწყობასა და დაჩქარებას, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია საერთაშორისო ტურიზმის განვითარებისთვის. არანაკლებ მნიშვნელოვანია გიდების პროფესიული მომზადების განვითარება, მათი ლიცენზირება.
„სომხეთში და საქართველოში ლიცენზირების პროცესი უკვე დაწყებულია. მაგალითად, გიდს მოეთხოვება პატივი სცეს სომხურ და ქართულ ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას, არ გაავრცელოს დეზინფორმაცია მის შესახებ. ეს პრობლემა ჩვენ შესაბამის ორგანოებს წარვუდგინეთ, რათა მათ გაითვალისწინონ სტანდარტების შემუშავებისას“, – განაცხადა სომხეთის ტურიზმის ფედერაციის პრეზიდენტმა.
მან ასევე აცნობა, რომ კონფერენციაზე მიღწეულ იქნა შეთანხმება საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე, რათა დამუშავდეს წამოჭრილი საკითხების გადაწყვეტა. იგეგმება, რომ ერთობლივი სამუშაო ჯგუფის წევრები სომხეთ-საქართველოს საზღვარზე შეხვდებიან და განიხილავენ საზღვრის გადაკვეთის პროცესების ხელშეწყობის შესაძლებლობას. ჰრაირ ნაზარიანი







