პოლიტიკა

რუსეთთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა 96 პროცენტიდან 10 პროცენტზე და უფრო ნაკლებზეც დავიდა

რუსეთთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა 96 პროცენტიდან 10 პროცენტზე და უფრო ნაკლებზეც დავიდა. ამის შესახებ დღეს, 26 ივნისს, ჟურნალისტებთან საუბარში სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა განაცხადა. მისი თქმით, ეს იყო რუსეთის არჩევანი.

„რუსეთმა გადაწყვიტა არ მოეწოდებინა იარაღი და საბრძოლო მასალა. სხვათა შორის, კონტრაქტებით გათვალისწინებული ნორმაც კი ჯერ ბოლომდე არ შეუსრულებიათ.  საინტერესოა, რომ ასეთი პრობლემების პირობებშიც კი, როცა ისინი (რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები, რედ.) რეგულარულად უჩივიან, რომ სომხეთი იარაღს სხვა ქვეყნებიდან ყიდულობს, 2021-2022 წლებში გაფორმებული კონტრაქტებით მაინც არ გვაწოდებენ იარაღს“. თქვა გრიგორიანმა.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ განვითარდება ურთიერთობები სომხეთსა და რუსეთს შორის უსაფრთხოების სფეროში, უშიშროების საბჭოს მდივნის თქმით, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გაართმევს თავს რუსეთი ყველა პრობლემას, რაც არსებობს.

კითხვაზე, რით არის გამართლებული იარაღის მუწოდებლობა,   მან თქვა, რომ სომხეთმა მოისმინა განმარტებები იმის შესახებ,  რომ მთავარი მიზეზი უკრაინასთან ომია.

„მაგრამ არის 2021 წელს გაფორმებული კონტრაქტებიც. „სახელების დასახელება არ მინდა, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ერთხელ სომხეთის მაღალჩინოსანს უთხრეს, რომ თუ რუსეთი მოგვამარაგებს იარაღითა და საბრძოლო მასალით, ჩვენი პოზიციები გამკაცრდება და ეს არის მიზეზი იმისა, რომ არ გვამარაგებენ“, – განაცხადა უშიშროების საბჭოს მდივანმა.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლიდან სომხური მხარე რეგულარულად ადანაშაულებს რუსეთს სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობაში. ამავდროულად, 2024 წლის იანვარში სომხეთის ფინანსთა მინისტრმა ვაჰე ჰოვანნისიანმა განაცხადა, რომ რუსეთისგან იარაღის შესყიდვასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხები მოგვარებულია.

სომხეთის ხელისუფლებამ მანამდე განაცხადა, რომ რუსეთი არ აწვდიდა იარაღს და სამხედრო აღჭურვილობას კონტრაქტის მიხედვით, რომლის ფარგლებშიც თანხა გადაირიცხა. ზუსტი თანხა ოფიციალურად არ იყო ნახსენები. ზოგიერთი მონაცემებით, დაახლოებით 250 მილიონი დოლარია, სხვა მონაცემებით, დაახლოებით 400 მილიონი დოლარი.

ნახეთ მეტი
Back to top button