პოლიტიკა

მიწისძვრის დროს თურქეთმა საზღვარი გახსნა, სომხეთისგან დახმარება მიიღო და დახურა – ვითომ ეს რა მიდგომაა, დაგვცინით? –  ჰეფერნი

შეერთებულმა შტატებმა უნდა უბიძგოს სამხრეთ კავკასიის ყველა აქტორს დიალოგისკენ, რათა მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ, ისაუბრონ, მოაგვარონ თავიანთი საკითხები, გახსნან საზღვრები, ყველა კომუნიკაცია, ეს განიხილებოდა დისკუსიაში „არის თუ არა სომხეთი და აზერბაიჯანი მშვიდობის ზღვარზე”, რომელიც  აშშ-ის ატლანტიკურ საბჭოში გაიმართა. ამის შესახებ დისკუსიაზე აშშ-ის ყოფილმა ელჩმა სომხეთში ჯონ ჰეფერნმა განაცხადა.

„მაგალითად, თურქეთი. 2023 წლის მიწისძვრის დროს სომხეთმა ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა თურქეთს, რომელმაც დროებით გახსნა საზღვარი სომეხი ხალხის მთავრობის, დიასპორის მიერ გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარების მისაღებად. და რა გააკეთა ანკარამ ამის შემდეგ? მათ მიიღეს დახმარება,  შემდეგ კი საზღვარი ჩაკეტეს. როგორი მეზობლობაა ეს? როგორი მიდგომაა? ეს საშინელებაა“, – თქვა მან.

მისი თქმით, პაკეტები რეგიონულ დონეზე, ერთმანეთის ნდობისკენ მიმართული ღონისძიებები არის გზა, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა წავიდეს წინ, რათა ყველა ქვეყანამ დაიწყოს საუბარი ერთმანეთთან, იპოვონ გზები მომგებიანი გადაწყვეტილებების მისაღწევად.

ნახეთ მეტი
Back to top button