საერთაშორისო
ევროსაბჭომ ევროკავშირის ახალი ლიდერები აირჩია

27 ივნისს საღამოს ბრიუსელში გამართულ სამიტზე ევროკავშირის 27-მა ლიდერმა კენჭი უყარა პოლიტიკური ლიდერობის საკითხს. მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ურსულა ფონ დერ ლაიენი გააგრძელებს ევროკომისიის ხელმძღვანელობას, ანტონიო კოსტა იქნება ევროსაბჭოს პრეზიდენტი, კაია კალასი კი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი․ ამის შესახებ წერს Euronews.







