მთავარისაზოგადოება

ფრანკოფონიის თამაშების დროშა სომხეთს გადაეცა

2027 წლის ფრანკოფონიის თამაშების დროშა სომხეთს გადაეცა. ამის შესახებ „არმენპრესის“ ინფორმაციით, სომხეთის  პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსმა არაიკ ჰარუთუნიანმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე განაცხადა.

„დღეს ფრანკოფონიის თამაშების დროშა სომხეთს გადაეცა. ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომლითაც ერევანი ოფიციალურად გახდა ფრანკოფონიის მე-10 თამაშების მასპინძელი ქვეყანა 2027 წელს“, – განაცხადა არაიკ ჰარუთიუნიანმა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომსომხეთის  პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსი არაიკ ჰარუთიუნიანი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა.

„არაიკ ჰარუთიუნიანი 27 ივნისს პარიზში ფრანკოფონიის თამაშების დროშის სომხეთის რესპუბლიკისთვის გადაცემის ოფიციალურ ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.

ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციასთან გაფორმდება მემორანდუმი 2027 წელს სომხეთის რესპუბლიკაში ფრანკოფონიის თამაშების ჩატარების თაობაზე“, – აცხადებენ სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატში.

ნახეთ მეტი
Back to top button