საზოგადოება
სამველ კარაპეტიანი რუსეთის 50 უმდიდრესი ადამიანის სიაში მოხვდა

რუსეთის 50 უმდიდრესი ადამიანის რეიტინგში „ტაშირის“ კომპანიების ჯგუფის პრეზიდენტი სამველ კარაპეტიანი გამოჩნდა.
მისი ქონება 2,9 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. კარაპეტიანი რეიტინგში 49-ე ადგილს იკავებს.
სიას “ლუკოილის” აქციონერი ვაგიტ ალეკპეროვი ხელმძღვანელობდა. ამ უკანასკნელის ქონება 28,6 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.







