საერთაშორისო

საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში უკიდურესმა მემარჯვენეებმა გაიმარჯვეს

მარი ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტიამ „ნაციონალური ერთობა“ საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში გაიმარჯვა, იუწყება BBC.

პარტიამ „ნაციონალურმა ერთობამ“ მიიღო ხმების 33,1%, მემარცხენე ბლოკმა – 28%, მაკრონის ბანაკმა – 20,76%. „მე მიზნად ვისახავ  ვიყო ყველა ფრანგის პრემიერ მინისტრი, თუ ფრანგები თავიანთ ხმებს მოგვცემენ“, – თქვა გამარჯვებული პარტიის 28 წლის ლიდერმა ჯორდან ბარდელამ.

ულტრამემარჯვენეებს აქამდე არასოდეს მოუგიათ საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური.

საფრანგეთის პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური 7 ივლისს არის ჩანიშნული.

ნახეთ მეტი
Back to top button