მთავარიპოლიტიკა

სომხეთმა ვაშინგტონში ნატოს სამიტში მონაწილეობა დაადასტურა  – საგარეო საქმეთა სამინისტრო

სომხეთმა ვაშინგტონში ნატოს სამიტში   და ორგანიზაციის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებებში  მონაწილეობა დაადასტურა. ამის შესახებ სომხეთის  საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ანი ბადალიანმა “ARMENPRESS”-თან საუბარში უპასუხა კითხვას, მიიღო თუ არა სომხეთმა ნატოს სამიტში მონაწილეობის მოწვევა აშშ-დან და თუ ასეა, როგორია სომხეთის პასუხი.

„სომხეთმა მიიღო მოწვევა  ვაშინგტონში ნატოს სამიტში   და ორგანიზაციის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებებში. სხვა შეთანხმება ამ დროისთვის არ არის“, – განაცხადა ბადალიანმა.

მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო’ბრაიენმა აზერბაიჯანში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ-მ მიიწვია აზერბაიჯანი და სომხეთი პარტნიორების შეხვედრაზე ნატოს სამიტის ფარგლებში, რომელიც გაიმართება ვაშინგტონში.

ნატოს სამიტი ვაშინგტონში 9-11 ივლისს გაიმართება.

ნახეთ მეტი
Back to top button