პოლიტიკა

ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობა გააძლიერებს სომხეთის სუვერენიტეტს  –   ამერიკის ელჩი

მინდა შევაფასო სომხეთში  განვითარებული მოვლენები დემოკრატიის გავრცელების თვალსაზრისით და ვთქვა, რომ ამ საკითხში ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სამოქალაქო საზოგადოებამ, ამის შესახებ დღეს, 1 ივლისს  სომხეთში აშშ-ის ელჩმა კრისტინა ქუინმა განაცხადა  დისკუსიაზე  „სომხური ფორუმი დემოკრატიისთვის 2024“.

„სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები  დარწმუნდნენ, რომ კანონის უზენაესობა ყველაზე ვრცელდება. ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია მიზანმიმართული და უნებლიე დეზინფორმაციის დაძლევა“, – განაცხადა მან.

ელჩმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სომხეს  გამოწვევებთან შეჯახება მოუხდა, მათ შორის სასაზღვრო ინციდენტებთან, ლტოლვილთა ნაკადტან, ის კვლავ დემოკრატიული მომავლის ერთგული დარჩა.

„თქვენი ერთგულება დემოკრატიული მომავლისადმი არის მაგალითი მსოფლიოსთვის, რომ შესაძლებელია დემოკრატიულად მუშაობა და ისინი არ ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს. აშშ ამაყობს, რომ მხარს უჭერს ამ ყველაფერს ენერგეტიკის, ვაჭრობის და სხვა სფეროებშიც“, – განაცხადა მან.

კრისტინა ქუინმა აღნიშნა, რომ უახლოეს წლებში აპირებენ სტრატეგიული დიალოგის განახლებას სომხეთ-აშშ-ს შორის.

 „ეს გახდება სტრატეგიული პარტნიორობა უფრო ეფექტური თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად. იმედი მაქვს, რომ ეს თანამშრომლობა გააძლიერებს სომხეთის სუვერენიტეტს. ვამაყობ იმ საქმით, რომელიც კეთდება დემოკრატიის განმტკიცებისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. ამიტომ, აშშ მხარს უჭერს სომხეთს კორუფციასთან ბრძოლაში, პოლიციის რეფორმის განხორციელებაში და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაში. ჩვენ ასევე ვმუშაობთ მედიის თავისუფლების უზრუნველსაყოფად, რათა დაცული იყოს სიტყვის თავისუფლების უფლებები“, – განაცხადა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button