მთავარიპოლიტიკა

SEPA-ს  იმპლემენტაცია კარგ ფორმაშია, თუმცა ჯერ კიდევ რჩება  მნიშვნელოვანი დებულებები: პოლიტოლოგი სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ

სომხეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა ძალიან პოზიტიურ და მნიშვნელოვან ეტაპზეა, რადგან თანამშრომლობა ღრმავდება.

ეს მოსაზრება პოლიტოლოგმა ჰოვსეპ ხურშუდიანმა გამოთქვა “ARMENPRESS”-თან საუბარში, რომელიც სომხეთსა და ევროკავშირს შორის განვითარებად ურთიერთობებზე საუბრობს.

„CEPA-ს (ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შეთანხმება) იმპლემენტაცია ნორმალურ მდგომარეობაშია, თუმცა ჯერ კიდევ არის მნიშვნელოვანი დებულებები, რომლებიც შესასრულებელია. ეს, ფაქტობრივად, დარჩენილი საშინაო დავალებაა, რის შემდეგაც სომხეთი შეძლებს ევროკავშირთან გაცილებით ღრმა შეთანხმებების გაფორმებას. უპირველეს ყოვლისა, საუბარია ასოცირების ხელშეკრულებაზე და ვიმედოვნებ, რომ უახლოეს მომავალში შესაძლებელი იქნება მასთან გამკლავება. მაგრამ ამისთვის, რა თქმა უნდა, აუცილებელია CSTO-ს და EAEU-ს დატოვება“, – განაცხადა ხურშუდიანმა.

ევროკავშირთან თანამშრომლობის უსაფრთხოების კომპონენტზე საუბარი პოლიტოლოგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობა სომხეთის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი კომპონენტია.

„მიუხედავად იმისა, რომ დამკვირვებლები უიარაღოები არიან, მათ სერიოზული როლი ითამაშეს სომხეთის საზღვრებზე აზერბაიჯანის ესკალაციის შეჩერებაში, რადგან მას შემდეგ, რაც ისინი განლაგდნენ საზღვარზე, ასეთი ხელყოფა აღარ ყოფილა. მაგრამ აქ სხვა პრობლემაა. გასული წლის ზაფხულში სომხეთმა მიმართა ევროკავშირს სამშვიდობო ინსტრუმენტის გამოყენების თაობაზე, ანუ ითხოვა უფასო სამხედრო დახმარება და თუ უარი ეთქვა თავიდან, სექტემბრის მოვლენების შემდეგ, სომხეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების პოზიტიური დინამიკა შეინიშნებოდა. ზემოაღნიშნულ  საკითხთან დაკავშირებით თითქმის კონსენსუსი იყო იმ საკითხზე, რომ მოგვაწოდბდნენ  იარაღსა და ჯავშანტექნიკას.  იტალია და უნგრეთი წინააღმდეგი იყვნენ. როდესაც აღინიშნა, რომ საუბარია თავდაცვის შეიარაღებაზე და გადაიარაღებაზე, სომხეთში ევროკავშირის სტანდარტების მიხედვით ბატალიონის შექმნაზე, იტალიამ ვეტო მოხსნა, უნგრეთმა კი მაინც ინარჩუნებს ვეტოს, რაც ხელს უშლის 10 მილიონი ევროთ დაფინანსების განხორციელებას“, – აღნიშნა თანამოსაუბრემ.

ხურშუდიანის თქმით, ეს გარემოება საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ სომხეთს აქვს გარკვეული პრობლემები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან სამხედრო-ტექნიკური და სამხედრო-სამრეწველო თანამშრომლობის განვითარებაში. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი არის სპეციფიკური სტრუქტურა, სადაც გადაწყვეტილების მიღებისას მოქმედებს კონსენსუსის პრინციპი, სახელმწიფოები თავად წყვეტენ ცალკე ფორმატში, თუ რა მიწოდება შეუძლიათ სხვა ქვეყანისთვის, რა თქმა უნდა, გარკვეული პირობების ფარგლებში.

„ის, რომ სომხეთმა მოახდინა რომის სტატუტის რატიფიცირება, ეხმარება მას ამ მიწოდების განხორციელებაში იმ პირობებშიც კი, როდესაც ოფიციალურმა ერევანმა გაყინა მონაწილეობა კუხო-ში, მაგრამ ჯერ არ დაუტოვებია  ეს სტრუქტურა. ჩვენ უკვე ვხედავთ სერიოზულ სამხედრო თანამშრომლობას საფრანგეთთან, საბერძნეთთან და რიგ სხვა ქვეყნებთან, რომელთა სია ფართოვდება“, – ამბობს ხურშუდიანი.

პოლიტოლოგის თქმით, სომხეთ–ევროკავშირის ურთიერთობების დაახლოება არ არის მიმართული მესამე ქვეყნების, კერძოდ ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ.

„ეს არის ხელოვნური ნარატივი, რომელიც მიმოქცევაშია შემოსული სომხეთ-ირანის ურთიერთობებში სოლის გაჩენის მიზნით. ამ ჭორს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც ავრცელებს. უცნაურია ისიც, რომ ჟღერს მოსაზრება, რომლის მიხედვითაც ევროპელი დამკვირვებლები ახორციელებენ ჯაშუშურ და სადაზვერვო საქმიანობას ირანის, რუსეთისა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ. საბედნიეროდ, ირანში არის მოსაზრება, რომ სომხეთ-ევროკავშირის  თანამშრომლობა მის წინააღმდეგ არ არის მიმართული და ამასთან დაკავშირებით თეირანში გავრცელდა შესაბამისი მესიჯები. ირანი უბრალოდ შეშფოთებულია სომხეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთქმედების გაღრმავებით, რადგან ამ უკანასკნელს მტერ სახელმწიფოდ განიხილავს. უფრო მეტიც, სომხეთისთვის განკუთვნილი იარაღის მიწოდება ინდოეთიდან ირანის ტერიტორიით შეწყდა, როდესაც გასული წლის სექტემბერში ჩვენს ქვეყანაში ამერიკულ მხარესთან ერთობლივი სამხედრო წვრთნები გაიმართა“, – განაცხადა პოლიტოლოგმა.

ეკონომიკის დივერსიფიკაციაზე საუბრისას ხურშუდიანმა აღნიშნა, რომ სომხეთი ჯერ არ არის მზად ევროპულ ბაზრებზე ინტეგრაციისთვის, რადგან არსებობს რამდენიმე დაბრკოლება.

„პრობლემა ის არის, რომ ჩვენი პროდუქციის ხარისხის სტანდარტები იმდენად არ არის მაღალი,  რომ სრულად იყოს მისაღები ევროპის ბაზრებზე და აკმაყოფილებდეს მათ სტანდარტებს. ამისთვის სომხეთის ეკონომიკამ და ეკონომიკურმა ოპერატორებმა უნდა გაიარონ სერტიფიცირებისა და ხარისხის გაუმჯობესების სერიოზული ეტაპი. მეორე დაბრკოლება ის არის, რომ ჩვენი ქვეყანა არ არის ევროკავშირის საერთო ბაზრის ნაწილი, არამედ ინტეგრირებულია EAEU-ში და ამ სტრუქტურაში შემავალი ქვეყნების საერთო საბაჟო ზონაში. საბაჟო განსხვავებების პირობებში ჩვენი საქონელი ჩამორჩება კონკურენტუნარიანობის თვალსაზრისით, მაგალითად, ქართულ და უკრაინულ საქონელთან შედარებით, რადგან საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვადან საქონელი ევროპაში საბაჟო გადასახადის გარეშე შედის. მესამე პრობლემა არის ის, რომ ჩვენი ბაზარი საკმაოდ მცირეა და შეზღუდული საწარმოო შესაძლებლობანი ძნელად საღდება  უფრო დიდ ევროპულ ბაზარზე. ერთადერთი გამოსავალი არის თანამშრომლობა, ძალისხმევის კონსოლიდაცია მეზობელ ქვეყნებთან, ამ შემთხვევაში საქართველოსთან. თუ ჩვენ ერთად შევძლებთ ევროპულ ბაზარზე დიდი პარტიების მიწოდებას, მაშინ ჩვენი პროდუქციის კონკურენტუნარიანობასთან დაკავშირებული პრობლემა არც ისე მგრძნობიარე იქნება“, – აღნიშნა ხურშუდიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button