ეკონომიკა
მსოფლიო ბანკი სომხეთს 110 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხს გადასცემს

მსოფლიო ბანკის აღმასრულებელმა დირექტორთა საბჭომ სომხეთის პროგრამის „საყოველთაო ჯანმრთელობის საფარველის უზრუნველყოფის“ მხარდასაჭერად 110 მილიონი აშშ დოლარის (102 მილიონი ევროს ექვივალენტი) სესხი დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას მსოფლიო ბანკის ერევნის ოფისი ავრცელებს.
ეს ოპერაცია მიზნად ისახავს პირველადი ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესებას, ქვეყნის მასშტაბით ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სერვისების უზრუნველყოფას და ჯანდაცვის სექტორში სახელმწიფო ხარჯების ეფექტიანობის გაუმჯობესებას.







