საზოგადოება
Wizz Air-ის ფრენები ბუდაპეშტი-ერევანი-ბუდაპეშტის მიმართულებით დაიწყო

ავიაკომპანია Wizz Air-მა ბუდაპეშტი-ერევანი-ბუდაპეშტის მიმართულებით ფრენები მიმდინარე წლის 1 ივლისიდან დაიწყო.
„ARMENPRESS“ -ის ინფორმაციით, კომპანია „სომხეთის საერთაშორისო აეროპორტები“ იტყობინება, რომ ფრენები კვირაში ორი ფრენის სიხშირით, ყოველ ორშაბათს და პარასკევს შესრულდება.







