პოლიტიკა
სომხეთი მუშაობს აშშ-სთან ახალი ატომური ელექტროსადგურის ასაშენებლად, პროცესი არსებით ეტაპზეა შესული

სომხეთი ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით თემატურ ფაზაში შევიდა.
Armenpress-ის ცნობით, ამის შესახებ “სომხეთი-აღმოსავლეთის პარტნიორობა-ევროკავშირის” გამოწვევები და შესაძლებლობები“ შეხვედრაში მონაწილეობისას პანელური დისკუსიის დროს განაცხადა უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა. „ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან ფაზაში შევედით. ჩვენ ახლა განვიხილავთ აშშ-სთან სამართლებრივი ხელშეკრულებების სფეროს მოწესრიგების საკითხს, რომლის გარეშეც წინ ვერ წავალთ. ამ წუთებში შემიძლია ვთქვა, რომ ბურთი აშშ-ის მოედანზეა. ჩვენ ველით, რომ შეერთებული შტატების შიდა პროცესები განხორციელდება და შემდეგ დავიწყებთ მუშაობას“, – განაცხადა გრიგორიანმა.







