კულტურა

ოსკარის მფლობელები, ფესტივალის ფილმები და მსოფლიოში ცნობილი სტუმრები. ერევანი ერთკვირიანი კინოფესტივალისთვის ემზადება

წელს კინოფესტივალი 7-14 ივლისს გაიმართება. წელს საერთაშორისო კინოფესტივალი საზოგადოებას წარუდგენს საკონკურსო ფილმებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ყველაზე პრესტიჟული კანის, ბერლინის და სხვა კინოფესტივალების ფილმებს. სომხეთში მსოფლიო კინოს მოღვაწეები ჩამოვლენ, რომლებიც კინოს მოყვარულებს საკუთარ გამოცდილებასა და ხელოვნებას წარუდგენენ.

21 წლის წინ, როცა კინოფესტივალი „ოქროს გარგარი“ დაიწყო, ფესტივალის ორგანიზებაში მოხალისედ ბევრი სტუდენტი იყო ჩართული. დღეს ამ მოხალისეებიდან ბევრი ხელმძღვანელობს ფესტივალის მნიშვნელოვან ინიციატივებს. ჰარუთიუნ ხაჩატრიანი, ერევნის საერთაშორისო კინოფესტივალის “ოქროს გარგარის” დამფუძნებელი პრეზიდენტია.

წელს 21-ე „ოქროს გარგარი“ განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს შარლ აზნაურის და სერგეი ფარაჯანოვის 100 წლის იუბილეებს. სტუმრები კი არა ტრადიციულ წითელ ხალიჩაზე, არამედ სომხურ ხელნაკეთ ხალიჩაზე გაივლიან. ხალიჩა ილუსტრირებული იყო თანამედროვე მხატვრების მიერ და დამუშავებული ხალიჩის პროფესიონალი მეწარმეების მიერ.

YEREVAN, ARMENIA: 03 July 2024 Press conference prior to the 21 Golden Apricot Film Festival

„ოქროს გარგარის“ დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი კარენ ავეტისიანი: „ჩვენ შეგვეძლო დაგვეშვა მსგავსი რამ, ხალიჩების დამზადების მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების გათვალისწინებით და წარსულისა და აწმყოს შერწყმით.

კინოფესტივალზე ოსკაროსანი, კანის კინოფესტივალის ჯილდოს მფლობელი და სხვა ფილმები იქნება ნაჩვენები, უმასპინძლებენ გამოჩენილ არტისტებს. სრულმეტრაჰიანი მხატვრული ფილმების ჟიურის ორგზის ოსკაროსანი ალექსანდრე პეინი უხელმძღვანელებს, რომლის 8 მხატვრული ფილმი სულ 24 ოსკარზეა ნომინირებული. სტუმრების სიაში ფესტივალის დასაწყისში დგას ატომ ეგოიანი, რომელიც 12 წელია ფესტივალში არ მონაწილეობს, მაგრამ ბრუნდება ფილმით, რომლითაც გაიხსნება „ოქროს გარგარი“.

კარენ ავეტისიანი. „კინოს გამაერთიანებელი ძალა აქვს, 21-ე ფესტივალი კი სავსეა მნიშვნელოვანი მომენტებითა და სიურპრიზებით. ფესტივალი ამყარებს კავშირს მსოფლიო და სომხურ კინოს შორის“.

ფესტივალის ფარგლებში შოღერ ვარდანიანის ფილმის „1489“ ერევნის პრემიერა შედგება. კარენ ავეტისიანი ხაზს უსვამს, რომ ეს ფილმი სომხეთში უნდა მოსულიყო ფესტივალზე ტრიუმფალური კამპანიის შემდეგ.

ფილმი „1489“ ამსტერდამის დოკუმენტური ფილმების პრესტიჟულ ფესტივალზე (IDFA) „საუკეთესო ფილმად“ აღიარეს და „საუკეთესო დოკუმენტური ფილმის“ ჯილდოც დაიმსახურა. ავტორმა დააფიქსირა დაკარგული ძმის სოლომონის ძებნა 44-დღიანი ომის მეშვიდე დღეს.

„ომის თემა ისეთივე მნიშვნელოვანი რჩება ფილმებში, როგორც ყველას ცნობიერებაში.

კევინ სპეისი საერთაშორისო კინოფესტივალის საპატიო სტუმარია. ის არის ორგზის ოსკარის მფლობელი, ლოურენს ოლივიეს ჯილდოს მფლობელი და ,,ოქროს გლობუსის“ მფლობელი სატელევიზიო სერიალში საუკეთესო მსახიობი კაცისთვის.

მაგრამ მისი მონაწილეობა მწვავე დისკუსიების მიზეზი გახდა, რადგან სპეისის სახელი სხვადასხვა კრიმინალურ ამბებს უკავშირდება. არაერთმა სომხურმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ მსახიობის მიწვევის გადაწყვეტილება მიუღებლად მიიჩნია და განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი მოძალადეების მხარდაჭერას გულისხმობს.

 „არა მგონია, ჩვენ დაგვაბრალონ ამის წახალისებაში, რადგან სწორედ ის მასალა, რომელსაც სპეისი წარადგენს, მხოლოდ მის პროფესიულ თვისებებსა და უნარებს უკავშირდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხარკი ეძღვნება არა სპეისის ადამიანურ ტიპს, არამედ მის პროფესიულ საქმიანობას. ჩვენ არ შევდივართ ადამიანური თვისებების სფეროში, რადგან არ გვაქვს ამის უფლება და შესაბამისი ცოდნა, ისევე როგორც კრიტიკოსებს“.

სპეისი ღიად შეხვდება ხელოვნების მოყვარულებს და გამართავს მასტერკლასს სტუდენტებისთვის. მისი ვიზიტი ცნობილი ადამიანის სიმბოლური მონაწილეობა კი არ არის ფესტივალში, არამედ აქვს საგანმანათლებლო კომპონენტი, ხაზს უსვამს კარენ ავეტისიანი.

კინოჩვენებები მოეწყობა კინოს სახლში, მალიანის თეატრსა და კინოთეატრ მოსკოვში.

ნახეთ მეტი
Back to top button