პოლიტიკა

ალენ სიმონიანი დსთ-ს საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში მონაწილეობას არ მიიღებს

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ალენ სიმონიანი არ მიიღებს მონაწილეობას დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამშრომლობის (დსთ) საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში, რომელიც 12 ივლისს სანქტ-პეტერბურგში გაიმართება.

“არმენპრესის” ინფორმაციით, ამის შესახებ ფეისბუქის პოსტზე სრ პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწე მოვსეს ჰარუთუნიანმა განაცხადა.

„ძვირფასო კოლეგებო, თქვენი შეკითხვების საპასუხოდ გაცნობებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ალენ სიმონიანი არ მიიღებს მონაწილეობას დსთ-ს საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში, რომელიც გაიმართება 12 ივლისს სანკტ-პეტერბურგში“, – ნათქვამია ჰარუთიუნიანის პოსტში.

ნახეთ მეტი
Back to top button