არც ერთსახელმწიფოს პრეტენზია არ გამოუთქვამს სომხურ თანამგზავრებთან დაკავშირებით

სომხეთის ხელოვნური თანამგზავრების მიერ მოქმედი რადიო სიხშირეები არ ქმნიან რაიმე დაბრკოლებას სხვა სახელმწიფოების მოქმედი თანამგზავრებისა და სატელიტური ქსელების რადიო სიხშირეებისთვის. ამ ხასიათის წერილობითი ან სიტყვიერი საჩივარი სახელმწიფოს არ მიუღია.
ამის შესახებ „ტელეკომუნიკაციების რესპუბლიკური ცენტრის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ სამველ ჰარუთუნიანმა განაცხადა პრესაში მიმოქცევაში არსებულ იმ სტატიების საპასუხოდ, სადაც აღნიშნული იყო, რომ სომხური ხელოვნური თანამგზავრების „არმსატ-1“-ისა და „ჰაიასატ-1“-ის ოპერაციები ან მათი პროგრამები აბრკოლებენ რამდენიმე ქვეყნის თანამგზავრებისა ან მათი ნაწილებისმუშაობას.
„გაუმართაობაზე საუბრისას აღსანიშნავია, რომ ისინი პირველ რიგში უნდა დაფიქსირდეს შესაბამისი კოსმოსური მონიტორინგის სისტემებით და ტექნიკურად იყოს დასაბუთებული გაუმართაობის ფაქტი და წყარო. ამ დროისთვის არ გვქონია პრეცედენტი, რომ დადასტურდეს სატელიტური ქსელების რადიო სიხშირეებში ჩარევა სომხეთის ტერიტორიიდან და სომხეთის თანამგზავრებიდან.
თანამგზავრების გაშვება, ისევე როგორც სატელიტური რადიო სიხშირეების გამოყენება რეგულირდება რადიორეგულაციების მე-9 მუხლით და მათ მუშაობას მონიტორინგს უწევს საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირი (ITU) და ნებისმიერ დარღვევაზე ხდება დაუყოვნებლივი რეაგირება.







