ეკონომიკა
მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკის რეიტინგში სომხეთმა 113-ე ადგილი დაიკავა -Მსოფლიო ბანკი

მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკის რეიტინგში სომხეთმა 113-ე ადგილი დაიკავა. ამის შესახებ მსოფლიო ბანკის ანგარიშშია ნათქვამი.
ანგარიშის მიხედვით, სომხეთის ნომინალური მშპ 2023 წელს 24,2 მილიარდი დოლარი იყო.
საქართველო 108-ე ადგილზეა (30,5 მილიარდი დოლარი), აზერბაიჯანი 83-ე (72,5 მილიარდი დოლარი), რუსეთი მე-11 (2 ტრილიონ დოლარზე მეტი), თურქეთი მე-18 (1,1 ტრილიონი დოლარი), ირანი 36-ე (401,5 მილიარდ დოლარზე მეტი).
რეიტინგში პირველ ადგილზეა შეერთებული შტატები ნომინალური მშპ-ით $27,4 ტრილიონი, ჩინეთი მე-2 (17,8 ტრილიონი დოლარი), გერმანია მე-3 (4,5 ტრილიონი დოლარი), იაპონია მე-4 (4 .2 ტრილიონი დოლარი), ინდოეთი – მე-5 (3,5 ტრილიონი დოლარი).







