პოლიტიკა

რუსეთის ფედერაცია სუსტდება, მან  ლანგარზე მიართვა სომხეთი თურქეთს -პოლიტოლოგი

სომხეთის პოლიტიკურ ველზე დღეს ორი დღის წესრიგია, „სამშობლოს გადარჩენა განადგურებისაგან“ ფაშინიანის მოცილებით და სომხეთის ევროინტეგრაციისა თუ ევროკავშირში წევრობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარება. გადარჩენის დღის წესრიგში პარლამენტის ოპოზიცია და ბაგრატ გალსტანიანია, მეორე დღის წესრიგმა დემოკრატიული ძალების პლატფორმა შუაში მოიყვანა.

 პოლიტოლოგმა არმენ ჰოვჰანისიანმა  Factor TV-ს განუცხადა, რომ ეს არის კონკურენტული დღის წესრიგი. ის აცხადებს, რომ სომხეთის ევროინტეგრაცია არ უნდა იყოს დაკავშირებული ფაშინიანის მთავრობასთან და რომც შეიცვალოს, დღის წესრიგი აქტუალური უნდა დარჩეს. „სომხეთის რესპუბლიკის ევროინტეგრაციას არანაირი კავშირი არ აქვს ფაშინიანის პიროვნებასთან, ის უნდა გახდეს სომხეთის რესპუბლიკის სტრატეგიული ხაზი, რადგან მოსახლეობის უმრავლესობა მზად არის.

აზერბაიჯანმა ათასობით სომეხი ჯარისკაცი დახოცა რუსეთის მიერ მოწოდებული იარაღით, რუსები დაეხმარნენ სომხეთის მტრებს, ჩვენი დამოკიდებულება ჩვენი სისუსტეა, ჩვენ გავხდით დაუცველები, რუსული კონცეფცია მცდარი იყო. რუსეთმა აიღო ვალდებულება თურქეთისა და აზერბაიჯანის წინაშე გახადოს სომხეთი უფუნქციო,  ეს იყო მისი ვალდებულებაა, სიმდენად დაუცველი გახდეს სომხეთი, რომ  წინ ვერ აღუდგეს   რუსულ-აზერბაიჯანულ  მუქარასა  და შანტაჟს.

 „პრორუსული ბანაკი ევროკავშირში გაწევრიანების და ევრაზიის ეკონომიკური კავშირიდან გასვლის  წინააღმდეგია. ეს ბანაკი შედგება  ოლიგარქებისაგან, რომლებიც დაუფარავად რუსული ინტერესების მატარებლები არიან. მათი სიმდიდრის წყარო რუსეთის ფედერაციაა“, – აღნიშნა ანალიტიკოსმა.  

ეს არის აშშ-ის კანონმდებლების მაღალი რანგის დელეგაცია იმყოფებოდა სომხეთში. მათ შორის რესპუბლიკელმა სენატორმა როჯერ ვიკერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთის  მთავრობას და ხალხს სურს დაინახოს სამშვიდობო შეთანხმება აზერბაიჯანთან, რომ დასრულდეს დემარკაცია და საზღვრის დელიმიტაცია, გაათავისუფლონ სამხედრო ტყვეები, გაიხსნას საზღვრები, მოხდეს  ხალხის თავისუფალი გადაადგილება მეზობლებთან. მან სიტყვით მოუწოდა აზერბაიჯანის მტავრობას და თქვა: „მინდა მესიჯით მივმართო  ჩვენს კოლეგებს აზერბაიჯანში და ეუთოს სხვა წევრებს, ფრთხილად იყავით, გაიაზრეთ რა შეიძლება მოიტანოს პუტინის რუსეთთან გაერთიანებამ, ფრთხილად, რომ დიდი რუსული დათვი არ შეეცადოს კიდევ ერთხელ დაიკავოს დომინანტური პოზიცია საბჭოთა კავშირის ყოფილ ქვეყნებში“.   როჯერ ვიკერმა აღნიშნა, რომ რუსეთს, ირანს და ჩინეთს, ჩრდილოეთ კორეასთან ერთად, აგრესიული მიდგომა აქვთ მსოფლიოს იმ ნაწილის მიმართ, რომელიც ცდილობს თავისუფლად ისუნთქოს და გახდეს დემოკრატიის ნაწილი. ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი აქტიურად არის ჩართული რეგიონში, ხოლო ირანი არის მეზობლად, სენატორმა თქვა: „ისინი ცდილობენ გააუქმონ დემოკრატია და თავისუფლებები რეგიონში, სომხეთი კი დიდ მონდომებას და ძალისხმევას  იჩენს ამის თავიდან ასაცილებლად. როგორც მან თქვა,  აშშ არის სომხეთის  მხარეს.

 როგორც პოლიტიკოსი აღნიშნავს,  რუსეთის ფედერაცია სუსტდება და ტოვებს რეგიონს. მან  ლანგარზე მიართვა სომხეთი  თურქეთს.  ამას  კი ევროკავშირში გაწევრიანება შეუშლის ხელს.

ნახეთ მეტი
Back to top button